რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არიან დაშავებულები

რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადზე მიიტანეს - დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი 15 წლის მოზარდია.
დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაზიანებულია 14 მრავალბინიანი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება და 9 მანქანა.
01:30 საათზე რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს მირნოგრადის საცხოვრებელ ზონაზე. საკუთარ სახლებში ყოფნისას 15 წლის ბიჭმა და 35 წლის კაცმა დაზიანებები, ჭრილობები და სისხლჩაქცევები მიიღეს. მათ მეზობელს კი ექიმებმა თავის ტვინის დაზიანება დაუდგინეს," - ნათქვამია პროკურატურის განცადებაში.