ხანძარი მოსკოვის ცენტრში - ცეცხლი სატირის თეატრს უკიდია

28.01.24 14:40
ხანძარი მოსკოვის ცენტრში - ცეცხლი სატირის თეატრს უკიდია

მოსკოვის ცენტრში ხანძარია - ცეცხლი ცნობილ სატირის თეატრს უკიდია. როგორც ირკვევა, თეატრში ხანძარი ხის კონსტრუქციებიდან გავრცელდა.

რუსული მედიის ცნობით, ხანძრის ფართობი 250 კვადრატულ მეტრს შეადგენს. რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობიდან 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.