უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
უკრაინის რამდენიმე რეგიონში, რაკეტების საფრთხის გამო, საჰაერო განგაშია გამოცხადებული - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სარაკეტო საფრთხე გააქტიურებულია ნიკოლაევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.