ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზას" წვნიანი შეასხეს

28.01.24 15:08
ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზას" წვნიანი შეასხეს

ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზას" წვნიანი შეასხეს - ლუვრში პროტესტის ამ ფორმას ორმა ადამიანმა მიმართა. აქციის მონაწილეები პარიზის მუზეუმში სკანდირებდნენ სიტყვებს "ჯანსაღი საკვები" და "ჩვენი აგრიკულტურა დაავადებულია".

ცნობილი ნამუშევარი ტყვიაგაუმტარი შუშით არის დაცული, ამიტომ მე-16 საუკუნეში შესრულებული ხელოვნების ნიმუში არ დაზიანებულა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილ შედევრებს სხვადასხვა ნივთს და საკვებს ესვრიან. ამით აქტივისტების სხვადასხვა საკითხზე ყურადღების მიპრყობას ცდილობენ.