"ერთადერთი "ლუზერი", რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია" - ბაიდენი
"ერთადერთი "ლუზერი", რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია" - ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამხრეთ კაროლინაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
ბაიდენმა გაიხსენა ის ფაქტი, როდესაც შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების საფლავი მოინახულა და გმირები "ლაწირაკებად" შერაცხა. მან მომხდარს შეურაცხმყოფელი უწოდა.
დონალდ ტრამპმა, როდესაც ის მთავარსარდალი იყო, უარი თქვა მოენახულებინა დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების საფლავი პარიზის გარეუბანში და ეს გმირები ლაწირაკებად და „ლუზერებად“ მოიხსენია. როგორ ბედავს ამის თქმას? როგორ ბედავს ჩემს შვილზე და სხვებზე ასე ლაპარაკს. მე მათ პატრიოტებს და გმირებს ვუწოდებ. ერთადერთი „ლუზერი“, რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია. ეს მე მაბრაზებს, ბოდიშს ვიხდი სიბრაზისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად შეურაცხმყოფს“, - აღნიშნა ბაიდენმა სამხრეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.