ბაშკირეთში გარდაიცვალა აქციის მონაწილე, რომელიც დააკავეს

28.01.24 16:20
ბაშკირეთში გარდაიცვალა აქციის მონაწილე, რომელიც დააკავეს

რუსეთში გარდაიცვალა მომიტინგე, რომელიც პოლიციამ საპროტესტო აქციის შემდეგ დააკავა. რიფატ დაუტოვზე რუსული პოლიცია ამბობს, რომ ნასვამი იყო და გული გაუჩერდა. საპირისპიროს ამტკიცებს დაღუპულის ოჯახი. ახლობლები ირწმუნებიან, რომ დაუტოვი ალკოჰოლს არ იღებდა.

რუსეთში სასამართლოსთან ფართომასშტაბიანი აქცია ორი კვირის წინ გაიმართა. მომიტინგეები ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. დემონსტრაციას მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოჰყვა. სამართალდამცავებმა ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები სცემეს, ნაწილი კი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები