ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ტოივო კლაარის აფხაზეთში ჩასვლა დაბლოკა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სახმრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის აფხაზეთში ჩასვლა დაბლოკა.
მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ფაქტი მეორეჯერ განმეროდა.
2024 წლის იანვრის ბოლოს, ჩემი მანდატის განხორციელების ფარგლებში, აფხაზეთში ჩასვლას ვგეგმავდი. სამწუხაროდ, იქაურმა თანამოსაუბრეებმა მითხრეს, რომ ეს შეუძლებელია“, - აღნიშნულია ტოივო კლაარის განცხადებაში, რომელსაც Jam News-ი ავრცელებს.
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში უკვე მეორედ მივიღეთ ასეთი პასუხი. მოგეხსენებათ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არაერთხელ ვყოფილვარ აფხაზეთში. ევროკავშირი მთავარ როლს თამაშობს დიალოგისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის თბილისსა და სოხუმს შორის“, - წერს ტოივო კლაარი.