სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა - თურქული მედიის ცნობით, არიან დაჭრილებიც. სანტა მარიას ტაძარში ორი ნიღბიანი დღეს, საკვირაო მსახურების დროს შეიჭრა.
სროლის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ, პოლიცია კი მათ კვალზე ჯერ ვერ გადის. გამოძიება ახლა ადგენს, ეს ტერორისტული აქტი იყო, თუ დამნაშავეებს სხვა, რაიმე პირადი მოტივი გააჩნდათ.