სავარაუდო კორუფცია თავდაცვის უწყებაში - მინისტრის მოადგილე სკანდალში ეხვევა

28.01.24 20:06
სავარაუდო კორუფცია თავდაცვის უწყებაში - მინისტრის მოადგილე სკანდალში ეხვევა

 

 

რა სახსრებით იყიდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილმა სახლი შეერთებულ შტატებში? გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტები, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ლელა ჩიქოვანის ვაჟი ფლობს ორსართულიან სახლს ბალლტიმორში. თორნიკე ჩიქოვანი დედის მსგავსად თავდაცვის სამინისტრსს თანამშრომელია. სავარაუდოდ, სწორედ მაღალჩინოსანი დედის გავლენით გაუშვეს ის ამერიკაში სამუშაოდ

შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ მინისტრის მოადგილის შვილისთვის საგანგებოდ მოიფიქრესს თანამდებობაც, რომ უცხოეთში გაეშვათ. თორნიკე ჩიქოვანი შეერთებულ შტატებში უვადო მივლინებაში ბიუჯეტის ხარჯზე იმყოფება. საცოხვრებელს მისთვის სამსახური ქირაობს, უხდიან კვების თანხასაც.

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კორუფციიის მკვლევარები ღიად ამბობენ, რომ სახეზეა სისხლის სამართლის, სულ მცირე, ორი დანაშაული.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები