3 დაღუპული და 34 დაჭრილი სამხედრო - იორდანიაში ამერიკული ბაზა დაბომბეს

29.01.24 12:22
3 დაღუპული და 34 დაჭრილი სამხედრო - იორდანიაში ამერიკული ბაზა დაბომბეს

იორდანიაში ამერიკული ბაზა დაბომბეს - დაღუპულია 3 ჯარისკაცი და დაჭრილია 34. თავდასხმა იორდანია - სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ბაზაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ამერიკელ სამხედროებზე დრონებით იერიიში ირანის მიერ მხარდაჭერილმა რადიკალურმა დაჯგუფებებმა მიიტანეს.

მომხდარს თეთრი სახლი ეხმაურება. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ შეერთებული შტატები დამნაშავეებს პასუხს აგებინებს. ბაიდენი დარწმუნებულია, რომ თავდასხმა სირიიდან გახორციელდა, მის უკან კი ირანი დგას. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ამ თავდასხმის ფაქტებს, ჩვენ ვიცით, რომ ის განხორციელდა სირიასა და ერაყში მოქმედი იმ რადიკალური ჯგუფების მიერ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს. არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ შეერთებული შტატები დამნაშავეებს პასუხს აგებინებს  მაშინ და ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

ბრალდებებს მალევე გამოეხმაურა ირანის ისლამური სახელმწიფო. გაეროში ისლამური სახელმწიფოს ელჩი ამტკიცებს, რომ თავდასხმასთან ირანს არაფერი აკავშირებს.

7 ოქტომბრის შემდეგ ანუ მას შემედგ რაც ისრაელმა რაზას სექტორის წინააღმეგ ომი დაიწყო, ამერიკულ სამეხდრო ბაზებზე თავდასხმა რამენჯერმე მგახორციელდა.