უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. პიტერ სიიარტო უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას უნდა შეხვდეს. შეხვედრა ქალაქ უჟგოროდშია დაგეგმილი.
ვიზიტის შესახებ თავად სიიარტომ ფეისბუქზე დაწერა.
უჟგოროდში მივდივარ, წინ გრძელი დღე გვაქვს... ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამიერკარპატიის უნგრულმა თემმა დაიბრუნოს თავისი უფლებები“, - წერს ის.