რუსებმა სუმის ოლქის ერთ-ერთი თემი დაბომბეს - დაღუპულია სამი ადამიანი

29.01.24 18:52
რუსებმა სუმის ოლქის ერთ-ერთი თემი დაბომბეს - დაღუპულია სამი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა სუმის რეგიონში ზნობ-ნოვგოროდის თემზე საჰაერო იერიში მიიტანეს - დაბომბვის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მედიის ცნობით, რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი "გრადებით" დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ცეცხლის ჩაქრობისას მაშველებმა ორი ​​დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

ორი კაცი ქუჩაში, ფოსტის მიმდებარედ დაჭრეს. რუსებმა მათ ნაღმმტყორცნებიდან ესროლეს... ერთი დაჭრილი შოსკას საავადმყოფოში მიმავალ სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა", - წერს მედია.

მსგავსი სიახლეები