ევროკავშირმა რუსეთის 4 მოქალაქისა და ერთ-ერთი რუსული ორგანიზაციის მიმართ სანქციები დააწესა

29.01.24 20:01
ევროკავშირმა რუსეთის 4 მოქალაქისა და ერთ-ერთი რუსული ორგანიზაციის მიმართ სანქციები დააწესა

ევროკავშირმა რუსეთის 4 მოქალაქეს და ერთ-ერთ რუსულ ორგანიზაციას დამატებითი სანქციები დაუწესა - დასანქცირებულთა შორის არიან რუსეთის ფედერაციის სასამართლო სისტემაში მომუშავე პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის თვითნებურ დაპატიმრებებზე და დაკავებებზე.

ასევე დასანქცირებულია "უსაფრთხო ინტერნეტ ლიგა" , რომელიც ეხმარება რუსეთის მთავრობას ცენზურაში. სანქცირებულთა სიაში მოხვდა, ორგანიზაცია "უსაფრთხო ინტერნეტ ლიგის" ხელმძღვანელი, ეკატერინა მიზულინას, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნების თავისუფლების სერიოზულ და სისტემატურ დარღვევაზე.

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მკაცრ გაფართოებას და სისტემატურ რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ რუსეთში, ასევე დამოუკიდებელი მედიის, ცალკეული ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წევრების და სხვა კრიტიკული ხმების მიმდინარე ჩახშობას", - ნათქვამია ანგარიშში.

 

მსგავსი სიახლეები