ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - დასანქცირებულ პირთა შორის ირანელი მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას და ზეგავლენას ახდენენ საზღვარგარეთ მყოფ ირანელ აქტივისტებსა და ოპოზიციონერებზე.
როგორც ირკვევა, სანქციები 7 ფიზიკურ პირსა და ერთ იურიდიულ პირს შეეხო, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსსა და სახმედრო სტრუქტურას.