ტანის კრემების და სუნამოების ქურდობის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები დაკავეს

30.01.24 10:10
ტანის კრემების და სუნამოების ქურდობის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები დაკავეს

ტანის კრემები, ლოსიონები, სუნამოები და პარფიუმერია - ქურდობის ბრალდებით  გერმანიაში საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები   დაკავეს.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები პოლიციამ იმ დროს აიყვანა, როდესაც ერთ-ერთი მაღაზიიდან ძვირადღირებული პარფიუმერია ქურთუკის ჯიბეებით გამოჰქონდათ.

ნივთები მაღაზიას დაუბრუნეს, ბრლდებულებს კი ციხეში რამდენიმე წლის გატარება ემუქრებათ. საქართველოს მოქალაქეს  გამოძიება ქურდობის გარდა გერმანიაში არალეგალურად  ყოფნასაც ედავება.

მსგავსი სიახლეები