უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მსოფლიო მშვიდობისკენ - სტოლტენბერგი

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის ერთდაერთი გზა მსოფლიო მშვიდობისკენ - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ენტონი ბლინკენთან შეხვდრის დროს გააკეთა.
სტოლტენბერგმა უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა და ბაიდენის ადმინისტრაციას ამ ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„შეერთებული შტატები დაეხმარა უკრაინას რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების ძირითადი ნაწილის განადგურებაში.მივესალმები პრეზიდენტ ბაიდენისგან და თქვენგან უკრაინის მხარდაჭერის მიმართ მკაფიო ვალდებულებას და ამის მისაღწევად კონგრესთან მუშაობას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.