"ჩვენ არ გავათავისუფლებთ ათასობით ტერორისტს" - ნეთანიაჰუ "ჰამასთან" ახალ ზავზე

შედგება თუ არა შეთანხმება "ჰამასსა" და ისრაელს შორის მძევლების გათავისუფლებაზე - ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სამხედრო აკადემიის სტუდენტებს განუცხადა, რომ ისრაელი არ აპირებს ათასობით ტერორისტის გათავისუფლებას.
მისი თქმით, იქამდე, მანამ IDF აბსოლუტურ გამარჯვებას არ მოიპოვებს, ისრაელის თავდაცვის ძალები არ გაჩერდებიან.
ეს არ არის მორიგი რაუნდი, არ არის მორიგი დარტყმების გაცვლა, არც მორიგი ოპერაცია - სრული გამარჯვება... ამაზე ნაკლები არაფერი. მე ამის ერთგული ვარ, ჩვენი მებრძოლები ამის ერთგულები არიან და ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ერთგულია. ტოტალურ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავკმაყოფილდებით... ჩვენ არ გამოვიყვანთ IDF-ს ღაზას სექტორიდან და არ გავათავისუფლებთ ათასობით ტერორისტს. არც ერთი ეს არ მოხდება. Რა მოხდება? აბსოლუტური გამარჯვება!" - განაცხადა ნეთანიაჰუმ.