"გვაიძულებენ გავაკეთოთ ის, რაც არ გვინდა" - ორბანი EU-ს შანტაჟში ადანაშაულებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს, რომელმაც უნგრეთს უკრაინის დახმატების განბლოკვა იაძულა, შანტაჟში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ფრანგულ გაზეთ Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი „იმპერიალისტურ“ გზაზეა, სადაც „სულ უფრო და უფრო ნაკლები სუვერენული სახელმწიფოა“.
მიუხედავად იმისა, რა შეთანხმება გაქვს, რა გონივრული არგუმენტები მოგყავს, ისინი სულ უფრო ხშირად ცდილობენ, გაიძულონ გააკეთო ის, რაც არ გინდა. ბოლო წლებში ბრიუსელი აწარმოებს იდეოლოგიურ ომს უნგრეთის წინააღმდეგ და გამუდმებით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, პარლამენტის ბოლო სესიაზე კომიტეტის თავმჯდომარემაც კი საჯაროდ განაცხადა, რომ უნგრეთი არ მიიღებს ევროკავშირის დაფინანსებას მანამ, სანამ არ იტყვის უარს პოზიციის შეცვლაზე მიგრაციისა და გენდერული საკითხების შესახებ, - განაცხადა ორბანმა.