"ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა" - ტუსკი

"ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა", - ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მან ორბანს ანტიუკრაინული უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის შემდეგ მსოფლიო საგრძნობლად შეიცვალა.
ევროპაში ბევრი რამ შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ. ვიქტორ ორბანი მარტო დარჩა ბრძოლის ველზე, ის ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ასე აშკარად ანტიუკრაინულია.
არავითარ შემთხვევაში ჯერ არ მინახავს ისეთი მკაფიო პოზიცია და გადაწყვეტილება, როგორც ამ მომენტში ომის დროს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებაა. ეჭვგარეშეა, ვიქტორ ორბანს ძალიან სერიოზული გამოცდა ელის. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ასე თუ ისე ჩვენ ვიპოვით რაიმე გამოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად - ორბანით თუ მის გარეშე. მაგრამ უკეთესი იქნებოდა და ამ სიტუაციაში ყველანი თავს უკეთ ვიგრძნობდით, თუ ამ საკითხში ევროპის ერთიანობა შენარჩუნებული იქნებოდა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - აღნიშნა ტუსკიმ.