ღაზის სექტორში გვირაბების გარკვეული რაოდენობა ზღვის წყლით დავტბორეთ - IDF

ღაზის სექტორში გვირაბების გარკვეული რაოდენობა ზღვის წყლით დატბორეს - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
IDF-ის ქვედანაყოფებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთობლივად შეიმუშავეს "გარკვეული ინსტრუმენტები, როგორ მიემართათ ღაზის სექტორში "ჰამასის" გვირაბების ქსელისკენ წყლის დიდი ნაკადი"
უწყებაში ამბობენ, რომ გვირაბების დატბორვამდე ისინი პრევენციულ შემოწმებებს ატარებენ, მათ შორის, ახდენენ ნიადაგის და წყლის სისტემის ანალიზს, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი ქმედებები გრუნტის წყლებს არ დააბინძურებს.