სანქტ-პეტერბურგში "ნევსკი მაზუთის" ქარხანაზე დრონით იერიში გახორციელდა

31.01.24 11:53
სანქტ-პეტერბურგში "ნევსკი მაზუთის" ქარხანაზე დრონით იერიში გახორციელდა

სანქტ-პეტერბურგში "ნევსკი მაზუთის" ქარხანაზე დრონით იერიში გახორციელდა. ქალაქის მოსახლეობა აფეთქბეების ხმებმა გააღვიძა. 

რაღაცამ ძალიან ხმამაღლა დაარტყა მოსკოვსკის სადგურის მიდამოში, ბინაში ფანჯრები ჩაიმსხვრა,“ - განუცხადა "ფონტანკას" ქალაქის მცხოვრებმა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება დილის 4 საათზე მოხდა. ფაქტი მოქალაქეებმა ვიდეოზე აღბეჭდეს. უპილოტო საფრენი აპარატი გლუხოზერსკოეს გზატკეცილზე "ნევსკის მათუტის" ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა და ხანძარი გაჩნდა. დრონის ნამსხვრევებმა ქარხნის ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები დააზიანა.

წინასწარი მონაცემებით, სერიოზული ხანძარი არ ყოფილა; ცეცხლი  სწრაფად ჩააქრეს, - იუწყება რუსული მედი.

წინასწარი მონაცემებით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

მსგავსი სიახლეები