პეტერბურგში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა, ამ ოპერაციის უკან უკრაინის თავდაცვა დგას - მედია
31 იანვრის ღამეს, სანქტ-პეტერბურგში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა, ამ ოპერაციის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო დგას - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაზიანდა რამდენიმე ტანკი და მანქანა.
მომხდარს გუბერნატორის ადმინისტრაციაში "ინციდენტს" უწოდებენ და ამბობენ, რომ არავინ დაშავებულა და არც ქონება დაზიანებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს ღამით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სხვა რეგიონზე - ფსკოვზე გაავრცელა.