გადაეცემა თუ არა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი - ბრიუსელი ორბანის ბარიერის გადასალახად ემზადება

31.01.24 20:38
გადაეცემა თუ არა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი - ბრიუსელი ორბანის ბარიერის გადასალახად ემზადება

გადალახავს თუ არა ბრიუსელი ორბანის ბარიერს - უნგრეთის პრემიერთან შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. შესაბამისად, ევროპული საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ეს საკითხი ისევ ღიად რჩება.

ორბანი თანხმობისთვის საკუთარ პირობებს აყენებს. არადა ევროკავშირს უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი დახმარების პაკეტი აქვს დასამტკიცებელი. საუბარია 50 მილიარდ ევროზე, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას უნდა გამოუყონ. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს, რომლის მთავარი განსახილველი თემა ასევე უკრაინის დახმარებაა.

ჩვენ უკრაინას ამ დღემდე და ეს რიცხვი ძალიან მნიშვნელოვანია, მივაწოდეთ 28 მილიარდის სამხედრო აღჭურვილობა. ეს არის რეალობა. ჩვენ წევრ სახლემწიფოებს ვკითხეთ მათ ჩართულობაზე მიმდინარე წელს. საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ მაქვს, მაგრამ ბევრმა წევრმა სახელმწიფომ შეიტანა თავიანთი წვლილი. შემიძლია გითხრათ, რომ 2024 წლისთვის სულ მცირე 21 მილიარდი ევრო გამოიყოფა ბიუჯეტიდან სამხედრო დახმარებისთვის. თქვენ ხედავთ ზრდას, ერთ წელში 21 მილიარდი, როცა პირველი ორი წლის განმავლობაში დახმარება 28 მილიარდს შეადგენდა", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

 

მსგავსი სიახლეები