ევროკავშირის ქვეყნებში მომზადებას კიდევ 20 000 უკრაინელი სამხედრო გაივლის - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ზაფხულის ბოლომდე ევროკავშირის ქვეყნებში მომზადებას კიდევ 20 000 უკრაინელი სამხედრო გაივლის.
ბორელმა თქვა, რომ კარგი წვრთნა, ბრძოლის ველზე, სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს
“თითქმის დავასრულეთ უკრაინული არმიისთვის თითქმის 40 000 ჯარისკაცის მომზადების მისია. ახლა ამ რიცხვისთვის კიდევ 20 000 ჯარისკაცის დამატებაზე შევთანხმდით, ჯამში მომზადებას 60 000 ჯარისკაცი გაივლის. თქვენ იცით, რომ კარგი წვრთნა, ბრძოლის ველზე, სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს”, - განაცხადა ბორელმა.