ფინეთი ქვეყანაში რუსეთიდან შესულ მიგრანტებს თავშესაფარს არ აძლევს

ფინეთი ქვეყანაში რუსეთიდან შესულ მიგრანტებს თავშესაფარს არ აძლევს - ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Yle.fi უწყების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირკვევა, განხილული განცხადებებიდან დაახლოებით ორმა მესამედმა მიიღო უარი თავშესაფარზე, ხოლო დანარჩენები მოქმედების ვადის გასვლის გამო არის გაუქმებული.