ის, რომ გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ ერთხმად მიიღო, ეს აჩვენებს ერთიანობას - ზელენსკი 50 მილიარდიანი დახმარების დამტკიცებაზე

01.02.24 15:30
ის, რომ გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ ერთხმად მიიღო, ეს აჩვენებს ერთიანობას - ზელენსკი 50 მილიარდიანი დახმარების დამტკიცებაზე

უმნიშვნელოვანესია, რომ გადაწყვეტილება EU-ს 27-ვე ქვეყანამ ერთხმად მიიღო, რაც ევროკავშირის ძლიერ ერთიანობას აჩვენებს- უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი EU-ს მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის დამტკიცებას ეხმაურება. 

ზელენსკი მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს. 

"მადლობელი ვარ შარლ მიშელის და ევროკავშირის ლიდერების, 2024-2027 წლის მანძილზე, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ ერთხმად მიიღო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ერთობას. 

უკრაინისთვის ევროკავშირის განგრძობადი ფინანსური მხარდაჭერა გრძელ ვადაში გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რომელიც სამხედრო დახმარებაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ევროპულმა საბჭომ უკრიანისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. შეთანხმებას ლიდერებმა ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად მიაღწიეს. როგორც ჩანს, ორბანს კომპრომისზე წასვლა მოუწია. უნგრეთის  პრორუსი პრემიერი ვეტოთი იმუქრებოდა, თუმცა მუქარა ვერ შედგა. 
 

 

მსგავსი სიახლეები