"კარგი დღეა ევროპისთვის" - ლაიენი უკრაინის დახმარების დამტკიცებაზე

შეთანხმება მიღწეულია - კარგი დღეა ევროპისთვის, - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას უკრაინის მხარდაჭერისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით.
„შეთანხმება მიღწეულია. ევროპულმა საბჭომ ჩვენი პრიორიტეტები დააფიქსირა. უკრაინის მხარდაჭერა. არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა. კარგი დღეა ევროპისთვის“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
ევროპულმა საბჭომ უკრიანისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. შეთანხმებას ლიდერებმა ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად მიაღწიეს. როგორც ჩანს, ორბანს კომპრომისზე წასვლა მოუწია. უნგრეთის პრორუსი პრემიერი ვეტოთი იმუქრებოდა, თუმცა მუქარა ვერ შედგა.