EU-ს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი „დაღლილობაზე“ ან „მხარდაჭერის შემცირებაზე“ მცდარია - კულება

01.02.24 16:50
EU-ს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი „დაღლილობაზე“ ან „მხარდაჭერის შემცირებაზე“ მცდარია - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის დღევანდელი შეთანხმება კიევისთვის 50 მილიარდ ევროზე ისტორიული მასშტაბის ნაბიჯია.

მისი თქმით, ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა და უნარი მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვებისგან დამოუკიდებლად.

„ეს ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი ვითომდა „დაღლილობაზე“ ან „მხარდაჭერის შემცირებაზე“ უბრალოდ მცდარია. ევროკავშირი ხელმძღვანელობს გზას და მაგალითს აძლევს დანარჩენ მსოფლიოს“, - წერს კულება.

ევროპულმა საბჭომ უკრიანისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. შეთანხმებას ლიდერებმა ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად მიაღწიეს. როგორც ჩანს, ორბანს კომპრომისზე წასვლა მოუწია. უნგრეთის  პრორუსი პრემიერი ვეტოთი იმუქრებოდა, თუმცა მუქარა ვერ შედგა.