ისტორიული გადაწყვეტილება და 50 მილიარდი უკრაინისთვის - EU-ს 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა და განეიტრალებული ორბანი

01.02.24 20:34
ისტორიული გადაწყვეტილება და 50 მილიარდი უკრაინისთვის - EU-ს 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა და განეიტრალებული ორბანი

 

 

ისტორიული გადაწყვეტილება და 50 მილიარდი ევრო უკრაინისთვის.  ევროკავშირი ომში მყოფ  ქვეყნას უპრეცედენტო რაოდენობის დახმარებას გადასცემს. შეთანხმებას ხელი  27-ვე სახელმწიფოს ლიდერმა მოაწერა, მათ შორის იყო ვიქტორ ორბანიც.  ხანგრძლივი შანტაჟისა და მუქარის შემდეგ უნგრეთის პრემიერი  გაანეიტრალეს. 

ვიქტორ ორბანმა დაგვღალა - ეს განცხადება პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკიმ გააკეთა და აღიარა, რომ უნგრეთის ლიდერი მთელი ევროკავშირისთვის ერთ დიდ თავისტკივილად იქცა. როგორც ჩანს ორბანი  წინაღმდეგობის  გაწევას ევროპული საბჭოსთვის ბოლო წუთამდე ცდილობდა. არადა მანამდე გააფრთხილეს, რომ თუ გადაწყვეტილება დაიბლოკებოდა, მთელი პასუხისმგებლობა მას  დაეკისრებოდა.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში