"უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი პუტინს ძლიერ სიგნალს უგზავნის" - ლაიენი

01.02.24 22:33
"უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი პუტინს ძლიერ სიგნალს უგზავნის" - ლაიენი

"უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი პუტინს ძლიერ სიგნალს უგზავნის" - ამის შესაებ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"დღეს განსაკუთრებული დღეა. ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის ჩვენთვის და ამიტომ ჩვენ მათ მივაწვდით საჭირო ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ ეს 50 მილიარდი ევრო, რომელიც უკრაინას ოთხი წლის განმავლობაში გადაეცემა, უგზავნის ძლიერ სიგნალს პუტინს",- ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. შეთანხმებას ლიდერებმა ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად მიაღწიეს. როგორც ჩანს, ორბანს კომპრომისზე წასვლა მოუწია. უნგრეთის  პრორუსი პრემიერი ვეტოთი იმუქრებოდა, თუმცა მუქარა ვერ შედგა.  

მსგავსი სიახლეები