ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კვირას, 4 თებერვალს, ისრაელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ბლინკენის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებასა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე აშშ-ის მხრიდან დამატებით ზეწოლაზე ომის შემდეგ ღაზას მმართველობის თემასთან დაკავშირებით.
მედიის ცნობით, ისრაელში კვირას იქნება თეთრი სახლის უფროსი წარმომადგენელი, ამოს ჰოხშტეინიც, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მთავარი წარმომადგენელია ისრაელ-ლიბანის საკითხებში.