ბაიდენმა პალესტინელებზე თავდასხმაში ბრალდებული ისრაელის 4 მოქალაქე დაასანქცირა

01.02.24 23:14
ბაიდენმა პალესტინელებზე თავდასხმაში ბრალდებული ისრაელის 4 მოქალაქე დაასანქცირა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პალესტინელებზე თავდასხმაში ბრალდებული ისრაელის 4 მოქალაქე დაასანქცირა.

სანქციები მათ აშშ-ის ქონებასა და აქტივებზე წვდომას დაუბლოკავს. მათ ასევე ხელი შეეშლებათ ამერიკული ფინანსური სისტემის გამოყენებაში.

"დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ აუტანელ დონეს მიაღწია".- ნათქვამია ბაიდენის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.