საბერძნეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

01.02.24 23:21
საბერძნეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

„როიტერის“ ცნობით, საბერძნეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებს თავს დაესხნენ და მათ თავდასხმას ცრემლსადენი გაზის გამოყენებით უპასუხეს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიულმა მთავრობამ შეიმუშავა განათლების რეფორმის კანონპროექტი, რათა კარი გაუღოს იმ დაწესებულებებს, რომლებიც, მისი თქმით, იმუშავებენ როგორც უცხოური უნივერსიტეტების ფილიალები.

„როიტერის“ ცნობით, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი ცუდად იმოქმედებს საბერძნეთის საჯარო უნივერსიტეტების ხარისხსზე და კიდევ უფრო შეამცირებს სახელმწიფო დაფინანსებას საჯარო განათლებისთვის.

 

მსგავსი სიახლეები