"უნგრეთის ფინანსები უკრაინაში არ აღმოჩნდება" - ორბანი ამბობს, რომ მისია შეასრულა

02.02.24 10:16
"უნგრეთის ფინანსები უკრაინაში არ აღმოჩნდება" - ორბანი ამბობს, რომ მისია შეასრულა

ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ მისია შეასრულა. უნგრეთის პრორუსი ლიდერი იტყობინება, რომ მისი ქვეყნის ფინანსური სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება. ასე ეხმაურება ორბანი ევროპულ საბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმადაც უკრაინას 50 მილიარდიანი დახმარება გადაეცემა.

ორბანს, რომლის განეიტრალებაც ბოლო ორ თვეშიი ევროპელმა ლიდერებმა ორჯერ შეძლეს, ახარებსსს ახალი გადაწყვეტილების მთავარი პირობა: კონტროლის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, ორი წლის თავზე საბჭო ისევ შეიკრიბებაა და განიხილავს, რამდენად სწორედ ხარჯავს კიევი თანხებს.

ორბანი, რომელსაც პუტინის მოკავშირეობაშიც ხშირად ამხელენ, ფიქრობს რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება ორ ქვეყანას შორის.