ჯო ბაიდენმა ისრაელის 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დასავლეთ სანაპიროზე დასახლებული ისრაელის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი პალესტინელებზე თავდასხმაში ედებათ, სანქციები დაამტკიცა. პრეზიდენტმა აღმასრულებელ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
სანქციები 4 ფიზიკური პირისთვის ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. აშშ-ის მთავრობა განიხილავს სანქციების დაწესებას თავდასხმებში ჩართული სხვა პირების წინააღმდეგაც.
დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის ფაქტებმა მას შემდეგ მოიმატა, რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელა.