უკრაინაში საჰაერო თავდაცვის კიდევ ორი სისტემა ჩამოვიდა - ზელენსკი

უკრაინამ საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღო. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს. უკრაინის პრეზიდენტი არ ამბობს კონკრეტულად რა სისტემებზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ ამ დახმარების წყალობით, ომში მყოფ ქვეყნას ბრძოლა კიდევ უფრო გაუმარტივდეება და ფრონტზე დაწინაურებასაც შეძლებს. უკრაინამ დახმარება მიიღო, თუმცა ეს მაინც არასაკმაირია. ზელენსკი პარტნიორებისგან კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას ითხოვს.
“და მთავარი ახალი ამბავი დღევანდელი დღისთვის - ამბავი, რომელსაც ყველანი დიდხანს ველოდით, რომლისთვისაც სხვადასხვა დონეზე თვეობით ვმუშაობდით. შედეგი - უკრაინაში საჰაერო თავდაცვის კიდევ ორი სისტემა ჩამოვიდა. ყველა დეტალის საჯაროდ გაჟღერება, რა თქმა უნდა, არ ღირს, მაგრამ სისტემებია, რომლებიც ყველაფერს აგდებენ. დავიცავთ რეგიონებს. ჯერჯერობით სისტემები არასაკმარისადაა უკრაინის სრულად დასაცავად, მაგრამ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.