იორდანიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა სირიისა და ერაყში საჰაერო იერიშები დაიწყო
იორდანიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები დაიწყო - ინფორმაციას Reuters იტყობინება.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, სირიასა და ერაყში ავიაიერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განხორციელდა. მათ შორის სამეთაურო, საკონტროლო და სადაზვერვო ცენტრებზე. ასევე, იარაღის საწყობებზე. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად ირანის მიერ მხარდამჭერი 13 მებრძოლი დაიღუპა.
„აშშ-მა დარტყმა მიაყენა 85-ზე მეტ სამიზნეს, გამოიყენა ბევრი თვითმფრინავი, მათ შორის შორი მოქმედების ბომბდამშენები, რომლებიც აშშ-დან გაფრინდნენ.“ სარდლობის თანახმად, „ობიექტები, რომლებზეც თავდასხმები მოხდა, მოიცავს მეამბოხეთა და მათი სპონსორების - გუშაგთა კორპუსის სამეთაურო და სადაზვერვო ცენტრებს, რაკეტების, დრონების და ამუნიციის საწყობებს, ასევე ლოგისტიკის და მომარაგების ობიექტებს“ - წერია ცნობაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას იორდანიაში განხორციელებული თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, დაშავდა 34.