მტერმა 86 საჰაერო დარტყმა განახორციელა, რუსების მიერ გაშვებული 14 დრონიდან 9 ჩამოვაგდეთ - უკრაინა

03.02.24 10:48
მტერმა 86 საჰაერო დარტყმა განახორციელა, რუსების მიერ გაშვებული 14 დრონიდან 9 ჩამოვაგდეთ - უკრაინა

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 14 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. როგორც უწყება ამბობს, უკრაინელებმა მათგან 9 დრონი დნეპროპეტროვსკის, ოდესის, მიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქებში ჩამოაგდეს.

"3 თებერვლის ღამეს მტერმა უკრაინას შეუტია შაჰიდ-136/131 ტიპის 14 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატით. სამხედროებმა მოახერხეს მტრის 9 დრონის განადგურება," - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით კი, გასული დღის განმავლობაში რუსეთ-უკრაინას შორის 77 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

როგორც გენშტაბი ამბობს, მთლიანობაში, ოკუპანტებმა 86 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, 46 შეტევა კი უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო სისტემებიდან განხორციელდა.