არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს - ანჯეი დუდა

03.02.24 16:09
არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს - ანჯეი დუდა

არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

დუდას თქმით, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს შეინარჩუნებს, მაშინ ეს რუსეთის გამარჯვება იქნება.

„დღეს რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას ცდილობს. მე ამას ასე ვიტყვი: თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს შეინარჩუნებს, მაშინ ეს რუსეთის გამარჯვება იქნება და მაშინ რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის ალბათობა ძალიან დიდი იქნება. არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ ის დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.