ბუნდესტაგმა უკრაინისთვის 7,6 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა
ბუნდესტაგმა 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის 7,6 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა - ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს.
"მივესალმები გერმანიის ბუნდესტაგის მიერ 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის 7,6 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარების დამტკიცებას . ვაფასებ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ჩვენი ყველა შეთანხმება სრულდება", - წერს ზელენსკი.