აშშ უკრაინას 60, ხოლო ისრაელს 14 მლრდ-ის დახმარების პაკეტს გადასცემს

05.02.24 12:45
აშშ უკრაინას 60, ხოლო ისრაელს 14 მლრდ-ის დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკის სენატი შეთანხმდა - უკრაინას 60 მილიარდიანი დახმარების პაკეტი გადაეცემა, ისრაელს კი 14 მილიარდს გამოუყოფენ. ორპარტიული შეთანხმების ტექსტი სენატის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა. პრეზიდენტი ბაიდენი ახლა კონგრესს მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ შეეთანხმებას კენჭი რაც შეიძლება სწრაფად უყაროს.

ე.წ  კომპრომისულ ვარიანტს მკვდარშობილი უწოდა წარმომადგენლოითი პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა.ამ დოკუმენტის მიმართ უაარყოფითი დამოკიდებულება აქვს დონალდ ტრამპსაც, რომელიც საპრეზიდენტო არჩეევნებზე, დიდი ალბათობით ,რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება.

მსგავსი სიახლეები