ჰუმანიტარული დახმარება ღაზას სექტორისთვის - ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი დღეიდან ახლო აღმოსავლეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ენტონი ბლინკენი ისრაელს, ეგვიპტეს, კატასს და საუდის არაბეთს ეწვევა. საუბრის მთავარი თემა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაა.
განსაკუთრებით რთულია ვითარება მედიკამენტების კუთხით, ამიტომ იორდანიამ და ჰოლანდიამ ღაზის ჩრდილოეთით საავადმყოფოსთან ახლოს ექიმებს პირველადი საჭიროების ნივთები და წამლები პარაშუტებით მიაწოდა. ჰამასის კონტროლირებად ტერიტორიაზე ისრაელი ახლაც აგრძელებს სახმელეთო ოპერაციას. ექსტრემისტების დანაყოფი იუწყება, რომ ისრაელის ბოლო იერიშების დროს 30 ადამიანი დაიღუპა.