ეფ ეს ბე-მ ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

05.02.24 12:57
ეფ ეს ბე-მ ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსულმა ეფესბემ ყოფილი დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ილია პონომაროვს სახელმწიფო ღალატს და ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება.

რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყოფილი დეპუტატი სამხედროებს მოუწოდებდა, დაეტოვებინათ ჯარი და გადასულიყვნენ უკრაინის მხარეს.  ეფესბეს ვერსიით, ამ გეგმის შესრულების შემთხვევაში ხელისუფლებას პონომარიოვთან დაკავშირებული პირები ჩაიგდებდნენ და პუტინის მთავრობას ჩამოაგდებდნენ.

დუმის ყოფილი წევრი ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთში აღარ ცხოვრობს.  ის ახლა უკრაინის მოქალაქეა და კიევში იმყოფება. პონომაროვი რუსეთს წლებია აგენტების და ექსტრემისტების სიაში ჰყავს შეყვანილი. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.