რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში ხერსონზე მიიტანეს - არის მსხვერპლი

05.02.24 19:11
რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში ხერსონზე მიიტანეს - არის მსხვერპლი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში ხერსონის ოლქზე მიიტანეს - დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იჰორ კლიმენკოს თქმით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მაშველები ხანძარს აქრობენ მანქანაში, რომელიც რუსეთის არტილერიის სამიზნე გახდა ხერსონში შუადღისას... საერთო ჯამში, რუსეთის მხრიდან დაბომბვას ემსხვერპლა ოთხი ადგილობრივი მცხოვრები. დაჭრილია კიდევ ერთი პირი", - წერს კლიმენკო ტელეგრამით.