ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
იგი რიადში საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ფაიზალ ბინ ფარჰანს შეხვდება.
საუდის არაბეთის შემდეგ ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.