Yandex-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

Yandex-ი, წამყვან საძიებო სისტემად ყოფნის გამო, რუსეთს სრულად ტოვებს და არსებულ აქტივებს დაბალ ფასში, 5.2 მილიარდ ამერიკულ დოლარად გაყიდის.
ჰოლანდიაში განთავსებულმა Yandex-ის "მშობელმა" კორპორაციამ განაცხადა, რომ გადაიბარებს Yandex-ის მოგების მომტანი ბიზნესების უდიდეს წილს, მათ შორის, საძიებელ სისტემას, ინტერნეტ-შოპინგის, რეკლამის, საკვების მიწოდების, ტაქსების, რუკებისა და სხვა სერვისებს.