მეფე ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

05.02.24 23:11
მეფე ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს - ამის შესახებ განცხადებას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

სასახლე არ ასახელებს სიმსივნის სახეობას, თუმცა ამბობენ, რომ მეფემ შესაბამისი მკურნალობა დაიწყო.

მისმა უდიდებულესობამ დღეს რეგულარული მკურნალობის კურსი დაიწყო, რომლის განმავლობაშიც ექიმებმა მას საჯარო მოვალეობების შესრულების გადადება ურჩიეს. ამ პერიოდის განმავლობაში მისი უდიდებულესობა სამთავრობო და ოფიციალურ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, - ნათქვამია ბაკინგემის სასახლის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები