შოლცსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

05.02.24 23:38
შოლცსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

გამოცემა "Timeofisrael" წერს, კანცლერმა ნეთანიაჰუსთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ პალესტინასთან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ერთადერთი გზაა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის.

მთავრობის აზრით, მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მისცემს პერსპექტივას მდგრად გამოსავალს ახლო აღმოსავლეთში. ეს უნდა ეხებოდეს ღაზასაც და დასავლეთ სანაპიროსაც", - განაცხადა შოლცმა საუბრისას.