ლუკაშენკოს სკანდალური განკარგულება: აქციების დროს შეირაღებულ ძალებს ექნებათ უფლება, მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლონ

აქციების და დემონსტარციების დროს ბელორუსის შეირაღებულ ძალებს მოქალაქეების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება ექნებათ. გადაწყვეტილებას ქვეყნის დიქტარორმა პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ალექსანდრე ლუკაშენკოს შესწორებებში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო მოსამსახურეს მოქალაქის მკვლელობის ან დაჭრის შემთხვევევაში „პასუხისმგებლობა ზიანზე არ დაეკისრებათ“.
პრეზიდენტის კიდევ ერთი ბრძანების მიხედვით, აქციებზე სროლის უფლება სპეცსამსახურბის თანამშრომლებსაც ექნებათ, მათ შორის, ბავშვების, ქალების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წინააღმდეგაც!.