მიიღებს თუ არა აშშ-გან უკრაინა დამატებით 60 მლრდ-ს? - "რესპუბლიკელები"კონსულტაციებს იწყებენ

მიიღებს თუ არა შტატებისგან უკრაინა დამატებით 60 მილიარდს?კანონპროექტის განხილვაზე კოსულტაციებს "რესპუბლიკური პარტია" იწყებს. პარტიის მთავარი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დახმარების პაკეტთან ერთად საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრების საკითხსაც განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ომში მყოფი ქვეყნისთვის დახმარების გადაცემას "რესპუბლიკელები" მხარს არ უჭერენ, მათ შორის არის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპიც.